მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

07 სექტემბერი,2020

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) საქართველოს ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) ქართული ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) ანგლისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ) სასტუმრო მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
თ) საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

მაგისტრატურაში მიღების ვადებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება – 1- 21 სექტემბერი;
ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (გარდა ანგლისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის) – 22 სექტემბერი (გამოცდის ადგილი - სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-3 სასწავლო კორპუსი, მე-2 და მე-3 სართული, გამოცდის ჩატარების დრო - 11 საათი);
გ) ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 22 სექტემბერი;
დ) ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 23 სექტემბერი;
ე) ინგლისური ენის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება - 24 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში – 25 სექტემბერი;
ზ) სპეციალობის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 25 სექტემბერი;
თ) სპეციალობის გამოცდის შედეგების გასაჩივრება –28 სექტემბერი;
ი) სპეციალობის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება - 29 სექტემბერი;
კ) ხელშეკრულებების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან – 30 სექტემბერი -01 ოქტომბერი;
ლ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 02 ოქტომბერი.

მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:

ა) განცხადება რექტორის სახელზე (ადგილზე იწერება);
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი (დედნის წარმოდგენით) ან ცნობა აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ე) ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამეცნიერო კონფერენცია

2020 წლის 23 სექტემბერს დისტანციური ფორმით ჩატარდა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო...

23 სექტემბერი, 2020 სრულად ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა...

22 სექტემბერი, 2020 სრულად ნახვა