თამარ სანიკიძე

16 ნოემბერი,2016

 

თამარ სანიკიძე (დ. 30 აგვისტო, 1978) — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2013 წლის ივლისიდან 2016 წლის ივნისამდე.
დაიბადა თბილისში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2000 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიიღო მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობაში.
2005—2009 წლებში მუშაობდა საქართველოში ურბანული ინსტიტუტის წარმომადგენლობაში, ხოლო 2009 წლიდან 2012წლის ოქტომბრამდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის მოადგილედ.
2013 წლის ივლისში, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დატოვა მინისტრის პოსტი, დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. ეს პოსტი მას 2016 წლის 3 ივნისამდე ეკავა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ის ალექსანდრე ჯეჯელავათი შეცვალა.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ...

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს ანდრია პირველწოდებულის და წმ.მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით თბილისის სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებულ...

14 დეკემბერი, 2019 სრულად ნახვა

გაცნობითი სახის შეხვედრა აბიტურიენტებთან

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრა აბიტურიენტებთან. ღონისძიების ფარგლებში აბიტურიენტებს...

14 დეკემბერი, 2019 სრულად ნახვა