ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის

24 მაისი,2020

„RDFG აცხადებს რეგისტრაციას რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ფინალურ ფაზაში მონაწილეობის მისაღებად

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, აცხადებს რეგისტრაციას რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის III ფაზაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კომისიის მიერ გამოვლინდება მინიმუმ 3 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი – თითოეული მათგანი დაჯილდოვდება საგრანტო თანხით არაუმეტეს 10 000 ლარისა.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

18-29 წლის ასაკის ახალგაზრდებს შემდეგი 9 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი.

რა მიმართულებით შეუძლიათ ახალგაზრდებს პროექტების წარდგენა?

1. სოფლის მეურნეობა

2. ტურიზმი

3. ინოვაცია/ტექნოლოგიები

4. შემოქმედებითი ინდუსტრიები[1]

რას ეფუძნება მასალა, რომელიც ტრენინგებისთვისაა გამოყენებული?

პროგრამაზე დარეგისტრირების შემდეგ, ახალგაზრდები ჩაერთვებიან ადგილობრივ ტრენინგებზე, რომლებიც განხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე. ტრენინგების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს მოეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები ზემოთ მოცემული 4 მიმართულებით.

რას გულისხმობს პროგრამის მეორე ეტაპი?

პროგრამის მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. საბოლოო ეტაპზე ჩატარდება საგრანტო კონკურსი და დამოუკიდებელი საგრანტო კომისია გამოავლენს მინიმუმ 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან საგრანტო თანხებით, თითოეული არაუმეტეს 10 000 ლარისა.

 ვინ არიან პროექტის წინა ფაზების გამარჯვებულები?

2019 წელს გამართული რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ორი ფაზის ფარგლებში, ჯამში 10 გამარჯვებული პროექტი შეირჩა. პროგრამის მონაწილეებმა ბიზნეს იდეები სხვადასხვა მიმართულებით წარადგინეს: ჭვავისა/წიწიბურის პურისა და ორცხობილის წარმოება – გორი; სუკულენტების წარმოება – ზუგდიდი; ტრადიციული ქართული ფოლკლორული საკრავების წარმოება – კასპი; პიკანტური ჯემების წარმოება – ასპინძა; მცირე მასშტაბის სამკერვალოს ხელშეწყობა – ადიგენი; რკინის ჭედური ნაკეთობების სახელოსნო – კასპი; ელექტრო მომსახურების ცენტრი – კასპი; ფრჩხილის მოვლის სალონი – ბოლნისი; ვაშლის ძმრის წარმოება – გორი; ერთიანი ონლაინ პლატფორმა „რა ვაჩუქო“ – ზუგდიდი.

ვინ არიან პროექტის მხარდამჭერები?

პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“, საქართველოს ეროვნული ბანკი და „თიბისი“ ბანკი.

სად უნდა დარეგისტრირდნენ ახალგაზრდები?

• რეგისტრაციისთვის მიჰყევით ამ ბმულს - http://rdfg.ge/ka/phase-3-registration/

• რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 ივნისი 18:00 სთ.

როდის გაიმართება ადგილობრივი ტრენინგები და სამეწარმეო ბანაკი?

• ადგილობრივი ტრენინგები: 13-14 ივნისი.

• ინტენსიური სამეწარმეო ბანაკი: 12-19 ივლისი.

 

პროგრამა მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

• საქართველოს რეგიონებში მცხოვრები დაახლოებით 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;

• სულ მცირე 5 მდგრადი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ:

• ფილიპე აბუსერიძე – პროექტის ასისტენტი, RDFG; pabuseridze@rdfg.ge

• რევაზ ჯაველიძე – ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, RDFG; rjavelidze@rdfg.ge

 

 

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება.შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის...

05 აგვისტო, 2020 სრულად ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 22 ივლისს ხელი მოეწერა „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის მიერ წამოწყებულ და დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტს და გაფორმდდა...

22 ივლისი, 2020 სრულად ნახვა