ახალგაზრდული პროექტი

20 ივლისი,2020

"USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა" იწყებს ახალგაზრდულ პროექტს "ონლაინ საზაფხულო სკოლა ეკონომიკურ რეფორმებსა და ადვოკატირებაზე".

პროექტის შესახებ: პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია კანონშემოქმედებითი პროცესის შესახებ, დეტალურად გაეცნონ მიმდინარე რეფორმებს, ასევე გაიღრმაონ ცოდნა ადვოკატირებასა და მის მნიშვნელობაზე. დისტანციურ სესიებს გაუძღვებიან დარგის ექსპერტები, მთავრობის წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაციების მმართველი გუნდის წევრები. საუკეთესო სამი სტუდენტი გაივლის სტაჟირებას ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამაში.

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია, ახალგაზრდული უნარების განვითარება, კანონშემოქმედებითი პროცესის, რეფორმების ინიცირებისა და შემუშავების შესახებ ცნობადობის ამაღლება ასევე, ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობასთან დიალოგის, ადვოკატირების, კანონშემოქმედებით ეტაპებზე.
ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა: პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია მეორე/მესამე კურსის სტუდენტს, საქართველოში მოქმედი ნებიმისმიერი უნივერსიტეტიდან. პროექტისთვის შეირჩევა 20 საუკეთესო სამოტივაციო წერილის მქონე სტუდენტი.

საზაფხულო სკოლის დამთავრების შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატს. ხოლო, საუკეთესო სამი სტუდენტი გაივლის სტაჟირებას ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამაში.
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია: მითითებულ ბმულზე შეავსეთ და მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ.
https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=_grnIk1EYEW-R8SLdZZLFS5Now3M8rFFmm6gP2cFYDtUNlFPN0JEQThXUVdXUVdZWTRUMFlUWFpPMS4u
საზაფხულო სკოლის თემები:
** კანონშემოქმედებითი პროცესები და ეკონომიკური რეფორმების შემუშავების მნიშვნელოვანი ასპექტები;
** გადახდისუუნარობის რეფორმა;
** პროფესიული განათლების რეფორმა;
** კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში;
** საგადასახადო დავების რეფორმა;
** შრომის კოდექსი და შრომის უსაფრთხოების რეფორმა;
** მეწარმეთა შესახებ კანონი;
** ინვესტიციები და საინვესტიციო გარემო;
** რეფორმის საწყის ეტაპზე რეგულაციის ზეგავლენის შეფასება;
შენიშვნა: თემები შესაძლოა შეიცვალოს საზაფხულო სკოლის მიმდინარეობისას.
საზაფხულო სკოლის დაწყება და ხანგრძლივობა: საზაფხულო სკოლა დაიწყება 4 აგვისტოს, ჩატარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, გაგრძელდება მთელი თვის განმავლობაში. თითო სესიის ხანგრძლივობა 2 საათი.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები: USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის (#GLIP), ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი (#LPDC).

მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ: ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 5-წლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. პროექტი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ბიზნეს ასოციაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს კერძო და საჯარო სექტორების დიალოგს და უზრუნველყოს საქართველოს კერძო სექტორის ჩართულობა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

ევროპული ბიზნეს ასოციაცია - (EBA) 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო, როგორიც ევროპაშია, ხოლო, მისი მისია შემდეგ ორ მიმართულებას მოიცავს: (1) საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება/ლობირება; (2) საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა.

ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის (#GLIP) - ორგანიზაციის მთავარი მისია მდგომარეობს ადვოკატის პროფესიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებაში, ადვოკატთა იურიდიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი (#LPDC) - მიზანს წარმოადგენს საქართველოში იურიდიული პროფესიის განვითარების ხელშეწყობა. სხვადასხვა სამართლებრივი საკითხთან დაკავშირებით ცენტრი მართავს საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობას. მათ შორის, სასწავლო პროგრამებს, საკვალიფიკაციო კურსებს, იმიტირებულ პროცესებს, დებატებსა და სხვადასხვაგვარ ღონისძიებას. საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევისას უმნიშვნელოვანესი ყურადღება ენიჭება ცენტრის წევრების ინტერესს.

განცხადებები მიიღება 27 ივლისის ჩათვლით.

 

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ომში დაღუპულ მეომრების ხსოვნა

2008 წლის საომარი მოქმედებებიდან 12 წლისთავზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს...

08 აგვისტო, 2020 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება.შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის...

05 აგვისტო, 2020 სრულად ნახვა