ჩეხეთის მთავრობის სტიპენდია

28 ივლისი,2017

გაცნობებთ, რომ ჩეხეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს 7 სტიპენდიას 2018/19 აკადემიური სასწავლო წლისთვის, რომელთაგან 2 განკუთვნილია სტუდენტებისთვის აფხაზეთიდან. გამოყოფილი სტიპენდიებიდან 4 გაიცემა ჩეხურენოვანი პროგრამისთვის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე, ხოლო 3 - ინგლისურენოვან პროგრამაზე მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურებზე.

ჩეხურენოვანი პროგრამისთვის რეკომენდირებული სპეციალობებია: მედიცინა (სასურველია ონკოლოგია), ტექნიკური მეცნიერებები, ინჟინერია, ეკონომიკა, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, საინჟინრო გეოლოგია, ქიმია, ხოლო ინგლისურენოვანი პროგრამისთვის - ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვის მეცნიერებები და ელექტროინჟინერია.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ გთხოვთ იხილოთ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებ-გვერდზე:
http://www.mzv.cz/tbilisi/en/culture_and_education/czech_government_offers_scholarships_for_2.html

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

2017 წლის 19  ოქტომბერს  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე...

19 ოქტომბერი, 2017 სრულად ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

17 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და "მეგობრობის ხიდი - ქართლოსს შორის" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში,...

17 ოქტომბერი, 2017 სრულად ნახვა