დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

31 იანვარი,2017

სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი
დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი
მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

24 თებერვალი, 2017


პატივცემულო კოლეგებო,
გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი 2017 წლის 24 თებერვალს ატარებს დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილ მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომ¬ლებს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები უნდა ეხებოდეს საქართველოს ისტორიის საკითხებს უძველესი დროიდან დღემდე.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე eldarmamistvalishvili@rambler.ru უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადი მონაცემების (აპლიკაციის) შევსებული ფორმა (აპლიკაციის ფორმა ჩამოტვირთეთ ვებ-გვერდიდან);
ბ) სამეცნიერო ნაშრომი.
საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ ან უცხოურ (ინგლისურ, რუსულ ან გერმანულ) ენებზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით; ქართულენოვანი ნაშრომისათვის სავალდებულოა LitNusx შრიფტის, ხოლო უცხოურენოვანი ნაშრომისათვის Times New Roman შრიფტის გამოყენება; შრიფტის ზომა 11 (გარდა სათაურისა, შრიფტის ზომა სათაურისთვის 12), ინტერვალი 1,5; გვერდის პარამეტრები: დაშორება ზემოდან, ქვემოდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან 2 სმ.; ნაშრომს თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და რეზიუმე ინგლისურ ენაზე (რეზიუმე არაუმეტეს 300 სიტყვისა). ნაშრომის მოცულობა გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეზიუმეს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 12 ნაბეჭდ გვერდს. ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი უნდა მიეთითოს ნაშრომის სათაურის ქვეშ ზედა მარჯვენა კუთხეში თანამდებობისა და ორგანიზაციის მითითებით. ტექსტში ლიტერატურის ციტირებისას გამოიყენება სქოლიო.
თითოეული ნაშრომის შეფასება მოხდება პროგრამული კომიტეტის მიერ და მოწონებული ნაშრომების ავტორები მოწვეულნი იქნებიან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მიერ გამოიცემა შრომათა კრებულის სახით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
პროფ. ელდარ მამისთვალიშვილი, ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, ტელ.: (+995) 577 25 12 04, ელ-ფოსტა: eldarmamistvalishvili@rambler.ru

გისურვებთ წარმატებებს.


აპლიკაციის ფორმა

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა პოეტ გაგა ნახუცრიშვილთან

16 თებერვალს, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა პოეტ გაგა ნახუცრიშვილთან,

16 თებერვალი, 2017 სრულად ნახვა

რექტორთა საბჭო

 13 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, რექტორთა საბჭო შეიკრიბა. სხდომას ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი...

14 თებერვალი, 2017 სრულად ნახვა