კონფერენცია

03 დეკემბერი,2018


გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრა 2019 წლის 01 თებერვალს ატარებს სტუდენტთა მეორე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას –
„სამართლის აქტუალური საკითხები“


კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე v.balakhashvili@gmail.com უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადი მონაცემების (აპლიკაციის) შევსებული ფორმა დანართი 1-ის შესაბამისად;
ბ) სამეცნიერო ნაშრომი.

საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ ენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით; ნაშრომისათვის სავალდებულოა Sylfaen შრიფტის გამოყენება; შრიფტის ზომა 11 (გარდა სათაურისა, შრიფტის ზომა სათაურისთვის 12), ინტერვალი 1,5; გვერდის პარამეტრები: დაშორება ზემოდან, ქვემოდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან 2 სმ.; ნაშრომს თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და რეზიუმე ინგლისურ ენაზე (რეზიუმე არაუმეტეს 300 სიტყვისა). ნაშრომის მოცულობა გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეზიუმეს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 12 ნაბეჭდ გვერდს. ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი უნდა მიეთითოს ნაშრომის სათაურის ქვეშ ზედა მარჯვენა კუთხეში უმაღლესი სასწავლებლის, საგანმანათლებლო პროგრამისა და სწავლების წლის მითითებით.

კონფერენციაში მონაწილე მომხსენებლებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

 

 

 

 

 

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლექცია-გაკვეთილი

2018 წლის 14 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტის ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის, ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტებს ესტუმრნენ გორის...

14 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა

დოკუმენტური ფილმი

13 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის, გაიმართა პროექტ ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით" განმახორციელებელი ორგანიზაციის ,,people in need"...

13 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა