ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა"

27 სექტემბერი,2018

შემოდგომის ლეგენდა 10
შენი აღმოჩენის დროა!

   თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „ჯეოსელი” გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.
    წელს ლეგენდა 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. კონკურსში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან. კონკურსში სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ.
  საიუბილეო კონკურსის ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში გაიმართება. გაატარეთ შემოდგომის სამი დაუვიწყარი დღე კახეთში, გააცოცხლეთ თქვენი ლიტერატურული გმირები და გააცანით ისინი მთელ საქართველოს.
I ეტაპი – შიდაშესარჩევი ტური 
მონაწილეობის მსურველებმა, 17 სექტემბრიდან - 14 ოქტომბრის ჩათვლით, კონკურსის ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გამოაგზავნოთ: 
 პროზაული ნაშრომი - მოთხრობა ან ნოველა (შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია, (შრიფტი - Sylfaen, ზომა - 11);
 შევსებული ანკეტა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა (www.tsu.edu.ge) განთავსებული.

უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო
II ადგილი – 700 ლარი
III ადგილი – 500 ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 
ტელ: 2 22 23 91
www.facebook.com/tsu.legenda

ანკეტა

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა

15 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსებთან...

15 ოქტომბერი, 2018 სრულად ნახვა

შეხვედრა

პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყება 16 ოქტომბერს.

12 ოქტომბერი, 2018 სრულად ნახვა