მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი - 2017

25 ივლისი,2017

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი - 2017"-ის ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტური კონკურსი და სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო კონკურსი.
სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:
საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული აუდიო-ვიზუალური მასალა (სიუჟეტი, რეპორტაჟი, კლიპი, ვიდეორგოლი და სხვ.);
საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული ბლოგი;
საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული საჟურნალე/საგაზეთო მასალა.
სამეცნიერო თემაზე შექმნილ ფოტო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში:
„სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო ნამუშევარი/სერია“;
„მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი - 2016"-ის ამსახველი ფოტო ნამუშევარი“;
კონკურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილსა და ფესტივალის ვებგვერდზე http://tbilisisciencefestival.ge/a

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

თანამშრომლობის მემორანდუმი

9 აგვისტოს, გორის უნივერსიტეტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

10 აგვისტო, 2017 სრულად ნახვა

შეხვედრა

8 აგვისტოს გორის უნივერსიტეტში, ასოციაცია "ნაკვალევის" ინიციატივით, "ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. შიდა ქართლის მოსწავლეებთან და...

08 აგვისტო, 2017 სრულად ნახვა