ქართველოლოგიის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“

07 თებერვალი,2020

 

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ლუვენის უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეთა შესარჩევად.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აქვს ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლების ჩატარების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. ცენტრის სტატუსი, მისი ავტორიტეტი და სკოლის თემატიკა ტრადიციულად განაპირობებს სკოლის მიმართ დიდ ინტერესსა და აპლიკანტთა აქტივობას, მათ შორის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდან.

VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (კლასიკური და/ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, სხვ.).

VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ განხორციელდება 2020 წლის 15-24 ივლისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 20 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@manuscript.ac.ge.

შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2020 წლის 27 თებერვლისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://manuscript.ge/2019/11/20/international-summer-school/ და/ან https://rustaveli.org.ge/geo/anonsebi/VI-saertashoriso-sazafkhulo-skola-qartuli-khelnatseri.

საინფორმაციო წერილი

აპლიკაციის ფორმა

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2020 წლის 21 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

21 თებერვალი, 2020 სრულად ნახვა

RURD პროექტის ეროვნული კონსორციუმის შეხვედრა

2020 წლის 17 თებერვალს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის -„რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის...

19 თებერვალი, 2020 სრულად ნახვა