საპრეზიდენტო სტიპენდიის პროგრამა

10 ივლისი,2020
სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში მოქმედი საპრეზიდენტო სტიპენდიის პროგრამა უცხოელ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა განაგრძონ სადოქტორო პროგრამაზე.

 საპრეზიდენტო სტიპენდიის ფარგლებში საერთაშორისო განაცხადების მიღება წარმოებს, როგორც კორეულ, ასევე ინგლისურენოვან მიმართულებებზე. სტიპენდიის მფლობელებს, სრულად დაუფინანსდებათ სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში ექვსი სემესტრის სწავლის გადასახადი, მგზავრობის ხარჯი (ეკონომ კლასის ავიაბილეთი) და სამედიცინო დაზღვევა. უნივერსიტეტში მიღებული კანდიდატი, მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში, ასევე მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 1.500.00-2.000.000 კორეული ვონის (დაახლოებით 1.250-1.600 აშშ დოლარი) ოდენობით. 2021 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, ონლაინ განაცხადების მიღება იწარმოებს მ.წ. 20 ივლისიდან 30 ივლისამდე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, სტუდენტებს, რომლებიც ჯერ არ ფლობენ დოქტორის ხარისხს. დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ინჟინერია, მედიცინა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განვითარების მეცნიერებები და კორეათმცოდნეობა.


Application form

President Fellowship

SNU Graduate Admissions Guide

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ომში დაღუპულ მეომრების ხსოვნა

2008 წლის საომარი მოქმედებებიდან 12 წლისთავზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს...

08 აგვისტო, 2020 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება.შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის...

05 აგვისტო, 2020 სრულად ნახვა