სასტიპენდიო პროგრამა

14 მარტი,2017

სასტიპენდიო პროგრამაზე მიიღება იმ სტუდენტთა აპლიკაციები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სწავლების ერთი აკადემიური წელი. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს ყოველთვიურად 500 ევროს, ხოლო დოქტურანტურის სტუდენტებისთვის- 670 ევროს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება 5 თვე. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 აპრილი.

ლატვიის მხარის მიერ შემოთავაზებული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს, ასევე, საზაფხულო სკოლასაც (Summer school), სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 4 მაისი. საზაფხულო პროგრამის განმავლობაში დაფინანსება შეადგენს 711 ევროს.
დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოს შეფასების კომიტეტი. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკაციის შევსება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.viaa.gov.Iv/scholarships.

დანართი

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა ისრაელის "ღია უნივერსიტეტის" დელეგაციასთან

24 აპრილს გორის უნივერსიტეტში, „მეგობრობის ხიდი - ქართლოსის“ ინიციატივით, შედგა შეხვედრა ისრაელის "ღია უნივერსიტეტის" დელეგაციასთან.

24 აპრილი, 2017 სრულად ნახვა

დასუფთავების აქცია

22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაასუფთავეს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია....

22 აპრილი, 2017 სრულად ნახვა