სასტიპენდიო პროგრამები

09 აგვისტო,2017

გაცნობებთ, რომ შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღებას 2018-2019 წლის აკადემიური წლისათვის. სტიპენდიები სრულად ფინანსდება შვეიცარიის მთავრობის მიერ და განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის.

ძირითადი სასტიპენდიო მოთხოვნებია: უნივერსიტეტის ხარისხი, გამორჩეული კვლევითი გამოცდილება და პოტენციალი, ინგლისური ან შვეიცარიის რომელიმე ოფიციალური ენის საფუძვლიანი ცოდნა.

სტიპენდიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ პროგრამაზე, რომელსაც აპლიკანტი შეარჩევს და შესაძლებელია გაგრძელდეს 1-დან 3 წლამდე. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.sbfi.admin.ch/sbfi/en/home/bildung/scholarships-and-grants.html
ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საჯარო ლექცია

2017 წლის 21 ნოემბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის, თემაზე: ,,თანამედროვე ქართული ლიტერატურა - პრობლემები და...

21 ნოემბერი, 2017 სრულად ნახვა

ჯემალ ინჯიას 80 წლის საიუბილეო ღონისძიება

21 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა პოეტ ჯემალ ინჯიას 80 წლის საიუბილეო ღონისძიება. შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი...

21 ნოემბერი, 2017 სრულად ნახვა