სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში

15 მარტი,2017

არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი საქართველოს მასშტაბით ატარებს სტუდენტურ ოლიმპიადას ეკონომიკაში (,,მომავალი ეკონომისტი’’). ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, მათ შორის უცხოელებს. ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი და არაფულადი პრიზები
ოლიმპიადის გამარჯვებული მიიღებს 1 000 ლარს, მეორე ადგილოსანი დაჯილდოვდება 700 ლარით, მესამე ადგილოსანი - 500 ლარით, მეოთხეადგილოსანი - 400 ლარით, მეხუთეადგილოსანი - 300 ლარით. პირველ ათეულში გასული სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა არაფულად პრიზებს.
ოლიმპიადა გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში.
ოლიმპიადაზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა 26 მარტი.
ოლიმპიადაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.olympiad.ge ან ღონისძიების Facebook გვერდზე
https://www.facebook.com/olympiadepec/?ref=aymt_homepage_panel

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა

2017 წლის 23 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ლიტერატურულ ჟურნალ „განთიადის“ მთავარი რედაქტორი და სარედაქციო ჯგუფის წევრები ესტუმრნენ....

24 მარტი, 2017 სრულად ნახვა

წიგნების "წითელი უდაბნო","თეთრი ქალაქი",'დიცის წარწერები" პრეზენტაცია

2017 წლის 22 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულია სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში...

23 მარტი, 2017 სრულად ნახვა