ტრენინგები

07 დეკემბერი,2017

სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიაში იწყება ტრენინგები, 

ინოვაციური განათლების ფონდი იწყებს ტექნოლოგიების და მეწარმეობის ტრენინგზე მსმენელთა შერჩევას საქართველოს შემდეგ დასახლებულ პუნქტებში:
• ბათუმი
• ზუგდიდი
• ქუთაისი
• ბაღდათი
• ამბროლაური
• ახალციხე
• გორი
• რუსთავი
• გურჯაანი

36 საათიანი ტრენინგი ეფუძნება კორპორაცია ინტელის მიერ შემუშავებულ კურსს და განკუთვნილია 16-25 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ტრენინგი დაიწყება 2017 წლის დეკემბერში; ტრენინგის სესიები ჩატარდება კვირაში ერთხელ 2.5 საათის მანძილზე ზემოთ მითითებულ დასახლებულ პუნქტებში.

ტრენინგი მოიცავს მეწარმეობის საბაზო საკითხებს, რომელის შესწავლის პროცესში მსმენელი დაეუფლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას. კურსში განხილულია ბიზნეს იდეების გენერირების, ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ბიზნეს გეგმის შემუშავების ძირითადი ასპექტები.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდა მეწარმეობისათვის” ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში მეწარმეობისა და ტექნოლოგიების კურსზე დასწრება უფასოა.

კურსის მსმენელი შესაძლებელია იყოს:
• საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლე
• საშუალო პროფესიული-ტექნიკური სასწავლებლის მოსწავლე ან კურსდამთავრებული
• აბიტურიენტი
• მეწარმე ან დამწყები ბიზნესმენი
• მოხალისე
• დროებით უმუშევარი

ტრენინგის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. ტრენინგის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ბიზნეს-გეგმების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაში თბილისში.

ტრენინგში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინტერნეტ-სააპლიკაციო ფორმის შევსება 12 დეკემბრის ჩათვლით. ფორმა მოცემულია ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScn4peVTKNBtoLzqii-8cjaGhBSR5ZeXkbf_shqIDLfmeLfOw/viewform?c=0&w=1

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საჯარო ლექცია

11 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო...

11 დეკემბერი, 2017 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა, პროფ. რუიზან მექვაბიძემ და სპორტის,...

08 დეკემბერი, 2017 სრულად ნახვა