ვებპროგრამირება Front end (HTML) - ის კურსი

16 ნოემბერი,2018

 

https://goo.gl/y49gco

პროექტის მოკლე აღწერა:
კურსის ფარგლებში მსმენელები დაეუფლებიან იმ ცოდნას, რომელიც მათ საშუალებას მიცემს გაერკვნენ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, თავად ააწყონ სტატიკური ვებგვერდი ან საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და კურსის განმავლობაში მსმენელბს მოუწევთ მარტივი ვებგვერდების შექმნა.
კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
1. საიტის სტრუქტურის შემუშავება HTML5-ის საშუალებით
2. საიტის დიზაინის აწყობა CSS-ის საშუალებით
3. ინტერაქციებისა და ანიმაციების გამოყენება CSS3-ის საშუალებით
4. CSS პრეპროცესორთან (SCSS) თან მუშაობა
5. სტატიკური ვებგვერდის შექმნა
6. არსებულ ვებგვერდში ცვლილებების შეტანა

პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად:
პირველ ეტაპზე, ორი შაბათ-კვირის განმავლობაში ადგილზე ჩატარდება 8, 2 საათიანი ლექცია.
(თითოეულ შაბათ-კვირას 4 ლექცია, შაბათს პირველი ლექცია 2 საათი, შესვენება 1 საათი (ყავის
შესვენება) შემდეგ მეორე ლექცია 2 საათი, კვირასაც იგივე პირველი ლექცია 2 საათი, შესვენება 1
საათი (ყავის შესვენება) შემდეგ მეორე ლექცია 2 საათი ) ამ პერიოდის განმავლობაში ლექტორები
იქნებიან რეგიონებში.
მეორე ეტაპზე, სამი კვირის განმავლობაში დისტანციურად თბილისიდან ჩატარდება 6 , 2 საათიანი
ლექცია (კვირაში გათვალისწინებული ინება 2 ლექცია) ამ პროცესში ჩართული იქნება მნეჯერიც.
მესამე ეტაპზე ერთი თვის გამნავლობაში სტუდეტები იმუშავებენ საკუთარ პროექტებზე, ლექტორები
მათ მენტორინგს გაუწევენ დისტანციურად. ამ პროცესში ასევე ჩართული იქნება მნეჯერიც.
პროექტის დასრულებისას მოეწყობა სტუდენტების ფინალური პროექტების პრეზენტაცია.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლექცია-გაკვეთილი

2018 წლის 14 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტის ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის, ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტებს ესტუმრნენ გორის...

14 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა

დოკუმენტური ფილმი

13 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის, გაიმართა პროექტ ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით" განმახორციელებელი ორგანიზაციის ,,people in need"...

13 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა