10 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა ვაინახური კულტურის დღეების დახურვა

11 ნოემბერი,2017


დახურვის ცერემონიალზე უნივერსიტეტს ეწვივნენ ქართველი და ქისტი პოეტები, ცნობილ საზოგადო მოღვაწეები: მექა ხანგოშვილი, ამირან არაბული, ეთერ თათარაიძე, გიორგი ფარეშიშვილი, თინათინ მღვდლიაშვილი, ერეკლე საღლიანი, ლელა თათარაიძე, კანეი მარგოშვილი, იზა ჭიკაიძე;
კვირეულის მიზანი იყო სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, კულტურის თვითმყოფადობის შემადგენელი ელემენტების – ენის, ტრადიციების, შემოქმედების ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, ქართულ-ვაინახური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება და ამ პროცესებში გორის უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობა.
შეხვედრის დასასრულს, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა კვირეულს ჩატარება იქცეს ტრადიციად და მომავალ წელს ჩატარდეს უფრო ფართო მასშტაბით

მიმაგრებული სურათები