დაიწყო ქართულ-პოლონური საზაფხულო სკოლა

18 ივლისი,2018

16 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით გორის უნივერსიტეტში დაიწყო ქართულ-პოლონური საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის, სადაც მონაწილეობას იღებენ ვარშავის და გორის უნივერსიტეტების სტუდენტები.
საზაფხულო სკოლის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს.
საზაფხულო სკოლა გახსნა და სტუდენტებს შეხვდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ქართულ-პოლონური ურთიერთობების, ასევე გორისა და ვარშავის უნივერსიტეტების თანამშრომლობის შესახებ.
სტუდენტებმა პირველ დღეს დაათვალიერეს ქალაქის ღირშესანიშნაობები, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, ასევე გენერალ პილსუცკის სახელობის სკვერი.

მიმაგრებული სურათები