დიალექტოლოგიური ექსპედიცია

06 მაისი,2019

2019 წლის 4 და 5 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო და ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები იმყოფებოდნენ დიალექტოლოგიურ ექსპედიციაში და მოიარეს მდ. ლიახვის, ლეხურას და ქსნის ხეობების სოფლები: დიცი, კარბი, არბო, მერეთი, გუგუტიანთ კარი, კოშკა, ქორდი, აღაიანი, ოკამი, სამთავისი, ქვემოჭალა.
ჩაიწერეს ადგილობრივი მოსახლეობისაგან ისტორიული და ეთნოგრაფიული ყოფის მასალები, თქმულებები, ლეგენდები, ტოპონიმები, თიკუნები, მეტყველების თავისებურებები. გადაიღეს ხუროთმოძღვრული ძეგლები.
პროექტი გაგრძელდება 11 მაისის ჩათვლით და იგეგმება სოფ. დოესის, სასირეთის, კავთისხევის, თვალიდიდის, იგოეთის ამ თვალსაზრისით შესწავლა.
მასში ჩართულია 20 სტუდენტი. მოხდება მოპოვებული მასალის დამუშავება-სისტემატიზაცია, პრეზენტაცია და წიგნად გამოცემა.
პროექტის ხელმძღვანელია ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმ. პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ კობერიძე, კოორდინატორი - ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი.
პროექტი ხორციელდება შიდა გრანტის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ სემინარი

2020 წლის 26 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს...

26 მაისი, 2020 სრულად ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია სსიპ...

2020 წლის 26 მაისს, გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის...

26 მაისი, 2020 სრულად ნახვა