დიმიტრი უზნაძის 133 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება

25 დეკემბერი,2019

23 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი უზნაძის 133 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტების და პროფესორების მიერ ორგანიზებული ღონისძიება დიმიტრი უზანაძის გორის უნივერსიტეტში მოღვაწებას მიეძღვნა. მოეწყო მისი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო ჩანაწერების ჩვენება. ღონისძიება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დ. უზნაძე ლექციებს კითხულობდა გორის უნივერსიტეტში, რაც დასტურდება ლექციის დროს გადაღებული ფოტოთი, რომელიც მოგვაწოდა ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ცხვედაძემ, მან ჩაატარა ე.წ. „უზნაძის ეფექტის“ საჯარო დემონსტრაცია, რომელიც დაფუძნებულია განწობის თეორიაზე.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხორბალაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს და ისაუბრა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე. სიტყვით გამოვიდნენ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი და ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღავნელი ასოცირებული პროფესორი ქეთევან ლომსაძე, რომლებმაც ისაუბრეს ფსიქოლოგიის დარგის განვითარების და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე.

ღონისძიების დასრულების შემდეგ გორის უნივერსიტეტის მესამე სასწავლო კორპუსში გაიხსნა დიმიტრი უზნაძის სახელობის აუდიტორია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებლებთან

2020 წლის 13 იანვარს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის ბიბლიოთეკაში გაიმართა ენების ცენტრის მორიგი შეხვედრა უნივერსიტეტის...

15 იანვარი, 2020 სრულად ნახვა

საახალწლო კონცერტი

2019 წლის 27 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საახალწლო კონცერტი. კონცერტში მონაწილეობდნენ გორის უნივერსიტეტის შემოქმედებით ცენტრებში...

27 დეკემბერი, 2019 სრულად ნახვა