დისკუსია

13 ნოემბერი,2017

2017 წლის 9 ნოემბერს ტირძნისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ლუიზა ბერუაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დისკუსია თემაზე ,,სწავლა-აღზრდა ჩვენში - წარსულსა და აწმყოში“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს VI-XI კლასის მოსწავლეებმა მარიამ ბუჯღულაშვილმა, ნია ტეტუნაშვილმა, მარიამ დემუროვმა, გიორგი გალაშვილმა, ჯონი ლალაშვილმა და სხვებმა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა თამარ გოგოლაძემ ლექციით ,,ილია ჭავჭავაძე სწავლა-აღზრდის მნიშვნელობის შესახებ საქართველოში“. ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექცია და პედაგოგ მასწავლებლები. დასასრულს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ლუიზა ბერუაშვილის კომპოზიციითა და მისი მოსწავლეების მონაწილეობით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლექცია-გაკვეთილი

2018 წლის 14 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტის ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის, ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტებს ესტუმრნენ გორის...

14 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა

დოკუმენტური ფილმი

13 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის, გაიმართა პროექტ ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით" განმახორციელებელი ორგანიზაციის ,,people in need"...

13 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა