ჯემალ ინჯიას 80 წლის საიუბილეო ღონისძიება

21 ნოემბერი,2017

21 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა პოეტ ჯემალ ინჯიას 80 წლის საიუბილეო ღონისძიება. შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ბატონ ჯემალ ინჯიას შემოქმედებასა და მთარგმნელობით საქმიანობაზე. აღნიშნა მისი როლი გორის უნივერსიტეტის ლიტერატურულ საქმიანობაში. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრეს გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, პოეტებმა: ბატონმა ზაურ წაქაძემ; ბატონმა აკაკი ბიძინაშვილმა; ქალბატონმა ნუნუ ოთარაშვილმა; ევრორეგიონალური უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ვალერი სუხიშვილმა; გორის უნივერსიტეტის ჟურნალის რედაქტორმა, ბატონმა იოსებ ჭუმბურიძემ.
ბატონმა ჯემალ ინჯიამ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს ღვაწლის დაფასებისთვის და წაიკითხა ლექსები საკუთარი შემოქმედებიდან. ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნა ფილმი პოეტის შესახებ.
ამავე დღეს, გორის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიხსნა ჯემალ ინჯიას სახელობის აუდიტორია, სადაც მისი წიგნადი ფონდის ნაწილი განთავსდა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან

მიმდინარე წლის 26 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს...

26 მარტი, 2024 სრულად ნახვა

ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა...

მიმდინარე წლის 26 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების...

26 მარტი, 2024 სრულად ნახვა