ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავჯდომარის შეხვედრა

26 თებერვალი,2020

2020 წლის 26 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაფუძნდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების გორის ორგანიზაცია.
საქართველოს საისტორიო საზოგადოება 1907 წელს დაარსდა, დიდი ქართველი მამულიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით და არსებობის განმავლობაში უამრავი ეროვნული საქმე გააკეთა, მეცნიერებისა და კულტურის თვალსაზრისით.
საზოგადოების ხელმძღვანელები და წევრები, სხვადასხვა დროს იყვნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები და მოღვაწენი: ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, გიორგი ჩიტაია, სარგის კაკაბაძე და სხვები.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და საჯარო სკოლების პედაგოგებს სიტყვით მიმართა საისტორიო საზოგადოების ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა საზოგადოების მნიშვნელობასა და როლს, ქვეყანაში არსებული პრობლემების, გამოწვევების წინაშე და შეკრებილ საზოგადოებას გორის ორგანიზაციის თავმჯდომარედ წარუდგინა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის კანდიდატურა, რომელსაც შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ელდარ მამისთვალაშვილი, ოთარ ჯანელიძე და იოსებ ალიმბარაშვილი.
დასასრულ, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს გამოცხადებული ნდობისთვის და ისაუბრა საისტორიო საზოგადოების გორის ორგანიზაციის უახლოეს მიზნებსა და აქტივობებზე.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა და მოსწავლეთა მესამე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია...

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა და მოსწავლეთა მესამე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია...

29 მაისი, 2020 სრულად ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ სემინარი

2020 წლის 26 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს...

26 მაისი, 2020 სრულად ნახვა