გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს პოეტი დავით მაღრაძე ესტუმრა

07 ივნისი,2019

7 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს პოეტი დავით მაღრაძე ესტუმრა.

საქართველოს ჰიმნის ავტორმა, აუდიტორიას რჩეული ლექსების კრებული ,,უსადაურო“ წარუდგინა.
ღონისძიება გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა (მ.შ) პროფესორ გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მწერლის მოღვაწეობაზე ისაუბრა. შეხვედრას უძღვებოდა მწერალი როსტომ ჩხეიძე. მან გორის უნივერსიტეტის და დიდი ქართველი პოეტებისა თუ გამოჩენილი მოღვაწეების მჭიდრო და მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ მოუთხრო საზოგადოებას.

წიგნი ,,უსადაურო“ ფართოდ მიმოიხილა გორის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ და მოხსენებით წარმოადგინა პოეტის შემოქმედების ტექნიკური და სულიერი მხარეები.
დავით მაღრაძის შესახებ ისაუბრეს გორის უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებმა: თამილა გოგოლაძემ და თამარ გელიტაშვილმა, ასევე პოეტმა ჯემალ ინჯიამ, სტუდენტემბა კი წარდგენილი კრებულიდან ლექსები წაიკითხეს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ყოველწლიური საერთაშორისო, სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

2020 წლის 13 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, ონლაინ რეჟიმში გამართა ყოველწლიური საერთაშორისო, სამეცნიერო...

26 ივნისი, 2020 სრულად ნახვა

პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო...

2020 წლის 26 ივნისს ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „COVID19-ის გამოწვევები“.

26 ივნისი, 2020 სრულად ნახვა