იმიტირებული სასამართლო პროცესი

23 იანვარი,2019

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის, ევროკავშირისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ ორგანიზებულ ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნულ ჩემპიონატში, რომლის დასკვნითი ტური 2019 წლის 21 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
გორის უნივერსიტეტის გუნდის წევრები ზეპირ და წერით რაუნდებში გამარჯვების საფუძველზე საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კათედრა კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან და უზრუნველყოფს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მსგავსი შინაარსის აქტივობებში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა

2019 წლის 17 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაცია-აკრედიტაციისათვის მზადების პროცესში, ჰუმანიტარულ...

19 აპრილი, 2019 სრულად ნახვა

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა

17 აპრილს გორის უნივერსიტეტში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ...

17 აპრილი, 2019 სრულად ნახვა