ისტორიის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის გაფრათოებული სხდომა

22 მარტი,2018

მიმდინარე წლის 22 მარტს, ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრში ჩატარდა ისტორიის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის გაფრათოებული სხდომა, რომელსაც სტუდენტების გარდა ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალისშვილი, ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ვაჟა ჩოჩია, ასისტენტ პროფესორი ლელა თოგოშვილი და მოწვეული დოქტორი გურამ კუტალია.

სხდომაზე სტუდენტების მიერ შეირჩა დასამუშავებელი და წრის შემდგომ სხდომებზე წარმოსადგენი სამეცნიერო თემატიკა, დაიგეგმა საჯარო ლექციების ციკლი, ექსკურსია და შემდგომი აქტივობები.

მიმაგრებული სურათები