ივანე ჯავახიშვილის სახელობის XI სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

16 ივნისი,2019

2019 წლის 14 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა XI სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულეტეტის, ქართული ფილოლოგიის სპეციალობის (ბაკალავრიატის საფ.) სტუდენტებმა:
• ნინო ოქროპირიძემ და ნონა სრესელმა, მოხსენებით: „გიორგი სააკაძის ფენომენი იოსებ თბილელის „დიდმოურავიანში“ (ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ გოგოლაძე),
• ციური მურზაშვილმა და მარიამ წიქარიძემ, მოხსენებით: „იდეალი თუ ანტიიდეალი კაცისა“ ( ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ გოგოლაძე),
• გვანცა თოფჩიშვილმა, მოხსენებით: „აღმოსავლეთის პარტნიორობა EaP: წარსული, აწმყო და მომავალი“ (ხელმძღვანელები: პროფესორი ზურაბ ჩხიკვაძე, პროფესორი თამარ გოგოლაძე).
ამავე კონფერენციაში, ენათმეცნიერების სექციაზე, მონაწილეობას იღებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის (მაგისტრატურის საფეხურის), სტუდენტები:
• თამარ ამირხანოვი, მოხსენებით: „მიმართვა ოტია იოსელიანის შემოქმედებაში“ (ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ კობერიძე),
• ლია გოგიაშვილი, მოხსენებით: „სიტყვაწარმოებით გამოხატული უარყოფის ფორმები ქართულში“ ( ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ კობერიძე).
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გორის უნივერსიტეტის სტუდენტების - ნინო ოქროპირიძისა და ნონა სრესელის მოხსენება: „ქალის არჩევანის უფლება სიყვარულსა და ქორწინებაში ალექსანდრე ყაზბეგის რამდენიმე მხატვრული ტექსტის მიხედვით“, გამოქვეყნდა თსუ პერიოდულ ელექტრონულ ჟურნალში „მერმისი“ (X ნომერი).

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეთოდ - სემინარი

2019 წლის 15 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით, საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩატარდა მეთოდ- სემინარი...

15 ივლისი, 2019 სრულად ნახვა

ტრენინგი თემაზე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებასა და...

2019 წლის 15 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "კომპიუტერული ტექნოლოგიების...

15 ივლისი, 2019 სრულად ნახვა