„კახეთის რეგიონის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები

08 ნოემბერი,2017

8 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში, ვაინახური კულტურის კვირეულის ფარგლებში გაიმართა მორიგი ღონისძიება.
გორის უნივერსიტეტს ეწვია „კახეთის რეგიონის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს ქისტ ქალთა საბჭოსა და მათი როლის შესახებ პანკისის ხეობის განვითარების სფეროში. წარმოდგენილი იყო:
• პანკისის ხეობასა და პანკისელ ქისტ ქალებზე გადაღებული ვიდეო რგოლების ჩვენება-პრეზენტაცია;
• ქისტი პოეტების შემოქმედების გაზიარება;
• საქართველო ვაინახი პოეტების შემოქმედებაში, ქართველი პოეტები თარგმნილი ჩეჩნურ ენაზე - მექა ხანგოშვილი.
შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დაინტერესული პირები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლექცია-გაკვეთილი

2018 წლის 14 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტის ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის, ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტებს ესტუმრნენ გორის...

14 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა

დოკუმენტური ფილმი

13 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის, გაიმართა პროექტ ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით" განმახორციელებელი ორგანიზაციის ,,people in need"...

13 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა