კლარა ელჩიბეგაშვილის 70 წლის საიუბილეო ღონისძიება

08 მარტი,2018

7 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა გორის უნივერსიტეტის პროფესორის, ქალბატონი კლარა ელჩიბეგაშვილის 70 წლის საიუბილეო ღონისძიება. ღონისძიება გახსნა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, რომელმაც ისაუბრა ქალბატონი კლარა ელჩიბეგაშვილის პედაგოგიურ საქმიანობასა და გორის უნივერსიტეტში მის მოღვაწეობაზე. საიუბილეო თარიღი მიულოცეს და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, გორის უნივერსიტეტის ჟურნალის რედაქტორი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი, პროფესორი მარინა ცერცვაძე, ასოცირებული პროფესორი პაატა ქურდაძე, ბიბლიოთეკის თანამშრომელი, ქალბატონი მანანა ასლანიშვილი; ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი გიორგი გურასპაშვილი. გორის უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის ხელმძღვანელი ბატონი ანზორ გვაძაბია, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის თანამშრომელი, ბატონი მამუკა ნადირაძე და იუბილარის თანაკლასელი, ქალბატონი ეთერ თომაძე.
საიუბილეო ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და გორის ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიების დასასრულს, ქალატონმა კლარა ელჩბეგაშვილმა მოწვეულ სტუმრებსა და გორის უნივერსიტეტს ღვაწლის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ კლარა ელჩიბეგაშვილს საიუბილეო თარიღს და უსურვებს ჯანრთელობასა და ბედნიერებას. ღონიძიებას უძღვებოდა, გორის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლექცია-გაკვეთილი

2018 წლის 14 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტის ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის, ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტებს ესტუმრნენ გორის...

14 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა

დოკუმენტური ფილმი

13 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის, გაიმართა პროექტ ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით" განმახორციელებელი ორგანიზაციის ,,people in need"...

13 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა