ლექცია-ექსკურსია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

11 მარტი,2019


2019 წლის 7 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, პროგრამის სასწავლო თემატიკიდან გამომდინარე (არქეოლოგია I, არქეოლოგია II, ეთნოგრაფია I, ეთნოგრაფია II), სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეული დოქტორის გიორგი მინდიაშვილის ხელმძღვანელობით ეწვივნენ და ლექცია-ექსკურსია ჩატარდა საქართველოს ეროვნული მუზეუმში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიისა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ (ღია ცის ქვეშ) მუზეუმებში.
სტუდენტები გაეცვნენ არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული საგანძურისა და სხვა არქეოლოგიური მასალის ექსპოზიციებს. ღია ცის ქვეშ მუზეუმში სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აქ გადმოტანილ საცხოვრებელ-სამეურნეო ნაგებობათა კომპლექსები, ნახეს აფხაზეთიდან გადმოტანილი, ეშერის დოლმენური სამარხი, თიანეთის სიონიდან, წყალსაცავის მშენებლობის გამო გადმოტანილი ტაძარი და სხვ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ბერიკა შუკაკიძის წიგნის პრეზენტაცია "ზოგადსაგანმნათლებლო სკოლის მართვის...

20 მარტს გორის უნივერსიტეტში, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის,...

20 მარტი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრა საჯარო სკოლის დირექტორებთან და რესურსცენტრის წარმომადგენლებთან

19 მარტს გორის უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა გორის და გორის რაიონის საჯარო სკოლის დირექტორებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან. 

19 მარტი, 2019 სრულად ნახვა