მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

21 თებერვალი,2020

2020 წლის 21 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც წარმატებები უსურვა მონაწილეებს, ისაუბრა კონფერენციის დაარსების მოკლე ისტორიაზე და მის მნიშვნელობაზე როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისა და საისტორიო საზოგადოებისთვის. რექტორმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს, უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. მისასლმებელი სიტყვით გამოვიდნენ: ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, გორის უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ ჯანელიძე, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის პროფესორი პაველ ლიბერა, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის პროფესორი არუთინ ჰუდანიანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე. პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორი იბრაჰიმ თელლიოღლუ და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექცებში. სულ წარმოდგენილი იყო ოთხ ათეულზე მეტი ნაშრომი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერ¬სი¬ტე¬ტიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმო¬სავლეთმცოდნეობის ინსტიტუტიდან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიდან, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტიდან, 19 მაისის უნივერსიტეტიდან (სამსუნი, თურქეთი), სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტიდან.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 

 

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ონლაინ შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან

მიმდინარე წლის 23 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის აკადემიურ...

23 მარტი, 2020 სრულად ნახვა

შეხვედრა აბიტურიენტებთან

გორის სახელმწიფო საწავლო უნივერსიტეტში 28 თებერვალს გაიმართა მორიგი შეხვედრა აბიტურიენტებთან.შეხვედრა გახსნა და პრეზენტაციას წარუძღვა გორის უნივერსიტეტის...

28 თებერვალი, 2020 სრულად ნახვა