მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

15 ნოემბერი,2019

15 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნა ყოველწლიური მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლებისა და მეცნიერების ინოვაციური განვითარება: მიმართულებები, პრობლემები, პერსპექტივები“. კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პლენარული სხდომის მონაწილეებს და გააცნო უნივერსიტეტში დაგეგმილი სიახლეები. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ზურაბ ხონელიძე, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ხორბალაძე, გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბატონი ალექსანდრე მღებრიშვილი, გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ბატონი იოსებ ალიმბარაშვილი, გორის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ბატონი ლევან მიდოდაშვილი, გორის უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი ედვარდ რაუპი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რიზეს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ქალბატონი სოფიო მახაჭაშვილი, გორის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი ელდარ მამისთვალიშვილი, რომელმაც წაიკითხა მოხსენება: „როსტომ მეფე მემკვიდრეების ძიებაში და მათთან დაკავშირებული ისტორიები.“ პლენარული სხდომის შემდეგ გაგრძელდა სექციური მუშაობა: განათლების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ბიზნესის და ეკონომიკის, სოციალური მეცნიერებების, სამართლის, ფილოლოგიის, ისტორიის და სხვა მიმართულებებით. კონფერეცნიაზე წარმოდგენილი გახლდათ 130-მდე ავტორის/თანაავტორის მოხსენება შემდეგი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიდან:

  1. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  5. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  6. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
  7. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
  8. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  9. ქუთაისის უნივერსიტეტი
  10. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  11. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  12. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
  13. ევროპის უნივერსიტეტი
  14. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი
  15. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
  16. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  17. ოპოლეს ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  18. გდანსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  19. ესტერჰაზი კაროლის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
  20. არდაჰანის უნივერსიტეტი (თურქეთი)
  21. რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი (თურქეთი)
  22. მუშის ალფარსლანის უნივერსიტეტი (თურქეთი)

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

პრეზენტაცია თემაზე "აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობები განათლების სფეროში"

მიმდინარე წლის 5 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე "აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობები განათლების სფეროში".

06 დეკემბერი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან

2019 წლის 5 დეკემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან.

06 დეკემბერი, 2019 სრულად ნახვა