ოკუპაციის მუზეუმი

22 მარტი,2018

22 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და მეგობრობის ხიდის - „ქართლოსის“ - ინიციატივით, გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმი. ღონისძიება გახსნა ორგანიზაცია „ქართლოსის“ ხელმძღვანელმა მეგი ბიბილურმა, რომელმაც ისაუბრა გორში მუზეუმის დაარსების მნიშვნელობაზე. მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს. მუზეუმში წარმოდგენილი ფოტო/ ვიდეო თუ სხვა მასალა ასახავს რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ აგრესიულ ფაქტებსა და ომის შემდგომ პერიოდში რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი რუდოლფ მიხალკა, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ქალაქ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე ალექსანდრე მღებრიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ხორბალაძე, გორის უნივერსიტეტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მიმაგრებული სურათები