პლენარული სესია

31 ოქტომბერი,2018

2018 წლის 30 ოქტომბრიდან - 1 ნოემბრის ჩათვლით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით და თურქეთის საისტორიო საზოგადოების პატრონაჟით ტარდება რიგით მეორე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი თემაზე „ქართულ-თურქული ურთიერთობები (ქართულ-თურქული ურთიერთობები შუა საუკუნეებში)“.
საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის 9 უნივერსიტეტის და საქართველოს 6 უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
31 ოქტომბერს, სიმპოზიუმის მეორე დღეს, გაიმართა პლენარული სესია, სექციური მუშაობისას წარმოდგენილი იყო 12 მოხსენება.
აღსანიშნავია, რომ სიმპოზიუმის მეორე სამუშაო დღეს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებიც ესწრებოდნენ, რომელთაც სიმპოზიუმის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე გადაეცათ გორის უნივერსიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის საისტორიო საზოგადოების ერთობლივი სერტიფიკატი.
სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ სიმპოზიუმის ყველა მომხსენებელს.
სიმპოზიუმის საზეიმო დახურვის ცერემონიაზე გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და პროფესორმა იბრაჰიმ თელიოღლუმ მადლობა გადაუხადეს სიმპოზიუმის მონაწილეებს და ორგანიზატორებს. ასევე, შეაჯამეს ორდღიანი მუშაობა და გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობის სურვილი.
საერთაშორისო სიმპოზიუმზე "ქართულ-თურქული ურთიერთობები" წარმოდგენილი ნაშრომები დაიბეჭდება სამეცნიერო შრომების კრებულში, რომელიც გორის უნივერსიტეტის ახლად დაარსებულ გამომცემლობაში დაიბეჭდება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლიტერატურულმა კაფემ უმასპინძლა ახალგაზრდა მწერალ ნათია როსტიაშვილს

გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა მწერლის შემოქმედებაზე და აღნიშნა, რომ ნათია როსტიაშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთი...

22 აპრილი, 2019 სრულად ნახვა

სამუშაო შეხვედრა

2019 წლის 22 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია-ავტორიზაციის...

22 აპრილი, 2019 სრულად ნახვა