პოეტ მანანა ჩიტიშვილის შემოქმედებითი საღამო

07 აპრილი,2017

6 აპრილს გორის უნივერსიტეტში გაიმართა პოეტ მანანა ჩიტიშვილის შემოქმედებითი საღამო. შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქალბატონ მანანა ჩიტიშვილის შემოქმედებაზე და აქცენტი გააკეთა რამდენიმე ლექსზე. ავტორს ასევე მიესალმა და მის შემოქმედებაზე ისაუბრა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, პროფესორებმა: მარინე ცერცვაძემ და დავით ახლოურმა, პოეტებმა: ვანო ჩხიკვაძემ, ჯემალ ინჯიამ, აკაკი ბიძინაშვილმა. ასევე, პოეტის მეგობრებმა და თანაკურსელებმა.
საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა გიორგი ფარეშიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა მეუფე თადეოზის უნიკალური კადრები, სადაც მიტროპოლიტი ქალბატონ მანან ჩიტიშვილს ულოცავს დაბადების დღეს და საუბრობს მის შემოქმედებაზე.
გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წაიკითხეს ქალბატონ მანანა ჩიტიშვილის ლექსები, შესრულდა ხალხური კომპოზიციები.
შეხვედრის დასასრულ, ქალბატონმა მანანა ჩიტიშვილმა მადლობა გადაუხადა გორის უნივერსიტეტს შემოქმედებითი საღამოს მოწყობისთვის და წაიკითხა საკუთარი ლექსები.
დასასრულს, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიური საბჭოს სახელით, ქალბატონ მანანა ჩიტიშვილს გადასცა გორის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო, იაკობ გოგებაშვილის მედალი.

მიმაგრებული სურათები