პოლონეთის დელეგაცია

27 თებერვალი,2020

მიმდინარე წლის 27 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოში პოლონეთის საელჩოს და პოლონეთის აკადემიური მობილობის პროგრამების სააგენტოს წარმომადგენლების დელეგაცია.
პოლონეთის აკადემიური მობილობის პროგრამების სააგენტოს წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკედემიური პერსონალისთვის გააკეთეს პრეზენტაციები პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო სასტიპედნიო პროგრამების შესახებ.
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგანმანათლებლო გამოფენა (Education Fair), სადაც მონაწილეობა მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის 15-მა უნივერსიტეტმა: ვარშავის უნივერსიტეტი, ოპოლეს უნივერსიტეტი, ლუბლინის ეკონომიკური უნივერსიტეტი, ბიდგოშჩის ეკონომიკური უნივერსიტეტი, დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტი, ლუბლინის საჯარო მართვის კოლეჯი, სილესიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ბიალა პოდალსკას იოანე პავლე II სახელობის უმაღლესი სასწავლებელი, ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლოძის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლაზარსკის უნივერსიტეტი, იაგელონიის უნივერსიტეტი, გდანსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კრაკოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტი. საგანმანათლებლო გამოფენის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია სასურველი სასწავლებლის და პროგრამების შესახებ პოლონური უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან.
ღონსიძიების დასასრულს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართა დელეგაციის წევრებთან, სადაც განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშომლობის პერსპექტივები, რომლებიც შეეხება ბილატერულ დონეზე მობილობის პროგრამების განხორციელებას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, ერასმუს+-ის კონკურსის ფარგლებში ერთობლივი განაცხადების მომზადებას და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამეცნიერო კონფერენცია

2020 წლის 23 სექტემბერს დისტანციური ფორმით ჩატარდა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო...

23 სექტემბერი, 2020 სრულად ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა...

22 სექტემბერი, 2020 სრულად ნახვა