პოლონეთის საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლები გორის უნივერსიტეტში

23 ოქტომბერი,2019

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ პოლონეთის საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისთვის, გააცნო გორის უნივერსიტეტის ისტორია და საგანმანათლებლო პროგრამები. დელეგაციის წევრებს ასევე შეხვდა და ესაუბრა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

15 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნა ყოველწლიური მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლებისა და მეცნიერების...

15 ნოემბერი, 2019 სრულად ნახვა

საჯარო ლექცია

2019 წლის 11 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ააიპ „კავკასიური მოზაიკის“ და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის,...

12 ნოემბერი, 2019 სრულად ნახვა