პრეზენტაცია

19 აპრილი,2017

18 აპრილს გორის უნივერსიტეტში გაიმართა ქართულ-ოსური ლექსიკონისა და ქართულ-ოსური მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია.
ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები მთლიანობაში 50 000-ზე მეტ სიტყვას მოიცავს. ლექსიკონების შემდგენელი და მთავარი რედაქტორი ნაირა ბეპიევია. ლექსიკონებს ოსური ენის გრამატიკული ნარკვევი და ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა ერთვის. წიგნს დართული აქვს გამოყენების წესები ოსურ და ქართულ ენებზე, ოსური და ქართული ანბანი ტრანსკრიპციით, ასევე - შემოკლებები, განმარტებები და სხვა. 
როგორც ნართების ეპოსის ორენოვან გამოცემაზე, ასევე ლექსიკონების გამოცემაზე, თბილისიდან და ცხინვალიდან, ქართველი და ოსი მეცნიერები და მთარგმნელები მუშობდნენ. 
გორის უნივერსიტეტში ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და საზოგადოების დაინტერესებული პირები. პრეზენტაციაზე კომენტარები გააკთეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. 
რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი უნივერსიტეტში დაარსდეს ქართულ-ოსური ენისა და კულტურის ცენტრი.

მიმაგრებული სურათები