პროექტის NATO-ს წარმატების ისტორია

25 დეკემბერი,2019

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის "NATO-ს წარმატების ისტორია" აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. შეხვედრის დროს სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, პროექტის კოორდინატორმა ნატო ბაჩიაშვილმა და პროექტის ექსპერტმა, გორის უნივერსიტეტის ლექტორმა, არინა თავაქარაშვილმა.
პროექტი განხორციელდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის, NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებლებთან

2020 წლის 13 იანვარს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის ბიბლიოთეკაში გაიმართა ენების ცენტრის მორიგი შეხვედრა უნივერსიტეტის...

15 იანვარი, 2020 სრულად ნახვა

საახალწლო კონცერტი

2019 წლის 27 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საახალწლო კონცერტი. კონცერტში მონაწილეობდნენ გორის უნივერსიტეტის შემოქმედებით ცენტრებში...

27 დეკემბერი, 2019 სრულად ნახვა