პროფესიული მიმართულების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება

10 ოქტომბერი,2017

10 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა პროფესიული მიმართულების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება. კურსდამთავრებულებს მიესალმნენ, მიულოცეს და წარმატებები უსურვეს გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა; ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა, პროფესიული მიმართულების ადმინისტრატორმა, ლევან წიქარიძემ; პროფესორმა თამარ მაკასარაშვილმა.
საზეიმო ღონისძიების დასასრულს გამოსაშვები ღონისძიების ჰიმნის ფონზე გაიმარტა ტრადიციული, ქუდების აყრის ცერემონიალი.

მიმაგრებული სურათები