პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნების "ნათლის გვირაბი" და "მესაფლავე" პრეზენტაცია

21 მარტი,2018

20 მარტს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გორის მწერალთა სახლში გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნების "ნათლის გვირაბი" და "მესაფლავე" პრეზენტაცია.
,,მესაფლავენი" ომის თემაზე შექმნილი წიგნია, რომელიც ქართულ-ოსურ ურთიერთობას ეძღვნება, ხოლო პროზაული კრებული, “ნათლის გვირაბი” სხვადასხვა მოთხრობებს აერთიანებს.
ღონისძიება გახსნა მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მარინა ჯალიაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა გიორგი სოსიაშვილის შემოქმედებაზე და აღნიშნა მისი წვლილი გორისა და თანამედროვე ქართულ მწერლობაში. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ნადიბაიძე; წიგნის „ნათლის გვირაბი“ რედაქტორი, ქალბატონი თამარ გელიტაშვილი; წიგნის „მესაფლავე“ რედაქტორი, პროფესორი ბატონი იოსებ ჭუმბურიძე. პოეტები: ბატონი ჯემალ ინჯია და ბატონი ზაურ წაქაძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები, ბატონი იოსებ ალიმბარაშვილი, ქალბატონი მარინე ცერცვაძე, ქალბატონი მაია ბოლაშვილი, ქალბატონი თამილა გოგოლაძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის მწერალთა კავშირის სახელით გიორგი სოსიაშვილს გადაეცა გიორგი ერისთავის სახელობის პრემია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მწერლები, პოეტები, ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოება, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

მიმაგრებული სურათები