პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნის პრეზენტაცია

07 მაისი,2019

2019 წლის 07 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ახალი წიგნის ,,სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II ეგზარქოს ვლადიმირის შიდა ქართლში მოგზაურობის შესახებ“, პრეზენტაცია.
შეხვედრა გახსნა მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა გიორგი სოსიაშვილის ნაშრომების აქტუალურობას, როგორც სამეცნიერო, ასევე სამწერლო ასპარეზზე. ნაშრომის შესახებ ისაუბრა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელიც ამავე დროს აღნიშნული წიგნის რედაქტორია.
სიტყვით გამოვიდნენ, პროფესორები: ვახტანგ გურული, ტარიელ ფუტკარაძე, ლევან ჯიქია, გვანცა ბურდული, იოსებ ალიმბარაშვილი, იოსებ ჭუმბურიძე, რომელთაც მაღალი შეფასება მისცეს გიორგი სოსიაშვილის ნაშრომს და აღნიშნეს მისი მნიშვნელობა, როგორც XIX ს. ბოლო ათწლეულში შიდა ქართლის ეკლესია-მონასტრებში შექმნილი მდგომარეობის, ასევე იმდროინდელი სასულიერო და საერო პირების მოღვაწეობის შესახებ, რადგან მათი უმეტესობა დღევანდელი მკითხველისათვის სრულიად მივიწყებული იყო. ხაზგასმით აღინიშნა წიგნის ფართო წყაროთმცოდნეობით ანალიზზე და მის მაგალითზე თანამედროვე სტუდენტობისათვის.
დასასრულ, გიორგი სოსიაშვილმა მადლიერება გამოხატა, როგორც მასპინძლების, ასევე სტუმრების, და, განსაკუთრებით, შეხვედრაზე დამსწრე სტუდენტობის მიმართ და ისაუბრა წიგნის შექმნის ნიუანსებზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს ქართველი, თურქი და პოლონელი სტუდენტებისთვის

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 17 ივლისიდან საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს ქართველი, თურქი და პოლონელი სტუდენტებისთვის.

19 ივლისი, 2019 სრულად ნახვა

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარეობს სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები.

19 ივლისი, 2019 სრულად ნახვა