რესურს ცენტრის გახსნა

17 მაისი,2017

 

16 მაისს, გორის უნივერსიტეტში, 544191 Tempus 1-2013-1-PT JPCR (LMPH) ფარგლებში გაიხსნა რესურსცენტრი. LMPH პროექტის მიზანი მიმართულია ტურიზმისა და სასტუმრო ინდუსტრიების განვითარებისაკენ საქართველოში. პროექტში მონაწილეობს 33 პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის - 16 უნივერსიტეტი. საქართველოდან პარტნიორის სტატუსით, პროექტში მონაწილეობს 2 უნივერსიტეტი - გორის სახ. სასწ. უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
რესურს ცენტრი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის სრულად აღჭურვილია 11 კომპიუტერით, პრინტერით, ინტერაქტიული დაფა-პროექტორით, რიზოგრაფით და წიგნადი ფონდით.
პროექტის ფარგლებში დამუშავდა და აკრედიტაცია გაიარეს „სასტუმრო მენეჯმენტის“ - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა (ხელმძღვანელები: პროფ. ციური დურული და ნანა ახალაია). ჟირონას უნივერსიტეტთან მომზადდა: ორმაგი დიპლომის გაცემის პროექტი, ერასმუს+ პროგრამაში ჩართვა და 5 წლიანი მემორანდუმი.
მომზადდა სასერტიფიკატო პროგრამები, რომლის კურსდამთავრებულები მიიღებენ პროექტის 3 პარტნიორი ორგანიზაციის - გრენობლის აკადემიის (საფრანგეთი), ესპინოს ინსტიტუტის (პორტუgალია ) და გორის სახ. სასწ. უნივერსიტეტის მიერ გაცემულ სერტიფიკატს.
დამუშავდა სასწავლო მასალა და შეიქმნა 2 რიდერი : ფინანსური ანალიზი და სასტუმრო შემოსავლების მართვა“ სამაგისტრო პროგრამისათვის (ავტორები: თეა ხორგუაშვილი და ხალიანა ჩიტაძე); „საქართველო - ევრაზიის ხიდი: ტურიზმის განვითარების ასპექტები ისტორიულ ჭრილში“ საბაკალვრო პროგრამისათვის (ავტორი პროფ. გიორგი სოსიაშვილი) და სახელმძღვანელო „ კვლევის მეთოდები ტურიზმსა და სასტუმრო ბისნესში“ სამაგისტრო პროგრამისათვის (ავტორი პროფ. რუიზან მექვაბიძე).
რესურსცენტრის გახსნას უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, პროექტის მენეჯერი, პროფესორი რუიზან მექვაბიძე. გახსნას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები პროფესორი ლევან მიდოდაშვილი და პროფესორი ციური დურული.

მიმაგრებული სურათები