საჯარო ლექცია, "ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები"

08 მარტი,2017

მიმდინარე წლის 7 მარტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ლექციათა ციკლის "ტოლერანტობის სკოლა" ფარგლებში, უფლებადამცველი თ ა მ ა რ გ უ რ ჩ ი ა ნ ი წაიკითხა საჯარო ლექცია, "ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები".

TDI საჯარო ლექციებს ატარებს საქართველოს ექვს უნივერსიტეტში, პროექტის "დისკრიმინაციის საკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებში" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ.

ლექცია/დისკუსიებზე განხილული იქნება ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საკითხები.

TDI საჯარო ლექციის დამსწრეებს მიაწოდებს ინფორმაციას პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ბლოგერების კ ო ნ კ უ რ ს ი ს შესახებ. კონკურსისთვის „ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და ჩემს რეგიონში არსებული გამოწვევები“ მონაწილეებს დაევალებათ ტექსტური ან მულტიმედიური ნამუშევრების მომზადება საკუთარ რეგიონში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების კუთხით არსებულ პრობლემებზე. კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 6 გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ უ ლ ი. ავტორები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით (პლანშეტი, წიგნის მაღაზიის ვაუჩერი). საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება TDI-ის ვებგვერდზე.

მიმაგრებული სურათები