საჯარო ლექცია

18 მაისი,2017

2017 წლის 18 მაისს, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: ,,გორის პედაგოგიური ინსტიტუტი 1935-1986 წლებში, ინსტიტუტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი“.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა საგანმანათლებლო კერების დაარსების (სასულიერო სასწავლებლისა და სამასწავლებლო სემინარიის) შესახებ გორში, ძირითადი აქცენტი გაკეთდა სამასწავლებლო (შემდგომში პედაგოგიური) ინსტიტუტის, იქ მოღვაწე აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების, ასევე ინსტიტუტის პირველი რექტორის, გაბრიელ თათარაშვილისა და მისი ტრაგიკული ისტორიის შესახებ.
წარმოდგენილ იქნა მდიდარი საარქივო ფოტო და დოკუმენტური მასალა, რომელმაც დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

მიმაგრებული სურათები