საინფორმაციო შეხვედრა

05 დეკემბერი,2018

5 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.
25 ნოემბერს მსოფლიომ დაიწყო 16-დღიანი კამპანიის ათვლა, კამპანიისა, რომელიც ყოველწლიურად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აერთიანებს აქტივისტებსა და უფლებადამცველებს. ისინი სხვადასხვა ფორმით ერთვებიან კამპანიაში, რათა აამაღლონ ცნობიერება და დაძლიონ ძალადობა, რომელიც დღეს მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს პირადად აქვს გამოცდილი. წელს, 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოში „ქალთა მოძრაობამ“ აქცენტი ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე გააკეთა.
გორის უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, მედიის წარმომადგენლები, ასევე უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სამსახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა

2019 წლის 17 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაცია-აკრედიტაციისათვის მზადების პროცესში, ჰუმანიტარულ...

19 აპრილი, 2019 სრულად ნახვა

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა

17 აპრილს გორის უნივერსიტეტში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ...

17 აპრილი, 2019 სრულად ნახვა