საინფორმაციო შეხვედრა

29 ნოემბერი,2019

2019 წლის 29 ნოემბერს გორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში გამომავალ, იმპაქტ-ფაქტორის მქონე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ყოველკვარტალური საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „KARADENİZ“ (AN INTERNATIONAL QUARTERLY JOURNAL OF SOCIAL SCIENCES, BLACK SEA) (ISSN: 1308-6200) დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ვიცე რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი აღნიშნული სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის მუდმივ წევრებად აირჩიეს.
Karadeniz Black Sea International Scientific Journal-ი ინდექსირებულია International Scientific Indexing-ში (ISI), სადაც საერთაშორისო ციტირების 2018-2019 წლის ანგარიშის მიხედვით ჟურნალის იმფაქტ-ფაქტორმა შეადგინა 0.934-ს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებმაც ამომწურავი პასუხები მიიღეს სამეცნიერო ჟურნალში მასალის განთავსებასთან დაკავშირებით.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა სამსახურის სპეციალისტი, როინ ყავრელიშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ სემინარი

2020 წლის 26 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს...

26 მაისი, 2020 სრულად ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია სსიპ...

2020 წლის 26 მაისს, გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის...

26 მაისი, 2020 სრულად ნახვა