საიუბილეო ღონისძიება

28 ოქტომბერი,2019

25 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ელდარ მამისთვალიშვილის დაბადებიდან 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.
საღამო გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, ისაუბრა ელდარ მამისთვალიშვილის სამეცნიერო ღვაწლის შესახებ, ასევე გორის უნივერსიტეტის წინაშე მის დამსახურებაზე და უნივერსიტეტის სახელით გადასცა სამახსოვრო საჩუქარი.
მისალოცი სიტყვები წარმოთქვეს: შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გორისა და ატენის მიტორპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, გორის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა რამაზ შიოშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან არსებულ ეთნოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ელდარ ნადირაძემ, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჟურნალ „ჩვენი უნივერსიტეტის“ რედაქტორმა იოსებ ჭუმბურიძემ და თბილისის საპატიო მოქალაქემ, ბრწყინვალების ორდენის კავალერმა ჯამლეტ ხუხაშვილმა.
დასასრულს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები.ა
ღონისძიებას უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის სტუდენტი ნანა სადღობელაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ...

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს ანდრია პირველწოდებულის და წმ.მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით თბილისის სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებულ...

14 დეკემბერი, 2019 სრულად ნახვა

გაცნობითი სახის შეხვედრა აბიტურიენტებთან

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრა აბიტურიენტებთან. ღონისძიების ფარგლებში აბიტურიენტებს...

14 დეკემბერი, 2019 სრულად ნახვა