სამეცნიერო კონფერენცია

23 სექტემბერი,2020

2020 წლის 23 სექტემბერს დისტანციური ფორმით ჩატარდა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია - „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და ისაუბრა მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე.
კონფერენციაზე წარმოდგენილი გახლდათ 31 ავტორის/თანაავტორის 25 მოხსენება შემდეგ სექციებში: „ქართული ენა და ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია)“, „ბუნებისმეტყველება (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია)“, “სპორტი“, „მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები“.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ონლაინ შეხვედრა პირველკურსელებთან

2020 წლის 13 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი პირველკურსელებს შეხვდა ონლაინ რეჟიმში.

13 ოქტომბერი, 2020 სრულად ნახვა

სამეცნიერო კონფერენცია

2020 წლის 25 სექტემბერს დისტანციური ფორმით ჩატარდა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების...

25 სექტემბერი, 2020 სრულად ნახვა