სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია- ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები.

11 ივნისი,2020

2020 წლის 11 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის, ცნობილი ქართველოლოგის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია- ,,ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; სერგო ვარდოსანიძე, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი; ზურაბ ხონელიძე, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; როლანდ კოპალიანი, პროფესორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; მაკა ბერიძე, პროფესორი, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; თეონა ხუფენია, პროფესორი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; ჯაბა სამუშია, პროფესორი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე; ლევან ჯიქია, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი; მარიკა შერაზადიშვილი, პროფესორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებთა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი; როსტომ ჩხეიძე, მწერალი, კრიტიკოსი, როინ მალაყმაძე, ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტუტიტის დირექტორი; პროფესორები: გონელი არახამია, ვიანორ ახალია, მარიამ კობერიძე, ფილოლოგიის დოქტორები: სოფო კეკუა, ზურაბ ოქროპირიძე და სხვები.
გამომსვლელებმა აღნიშნეს იმ მნიშვნელოვანი ღვაწლის შესახებ, რაც ბატონ ტარიელ ფუტკარაძეს მიუძღვის ქართველოლოგიის, როგორც დარგის განვითარებისა და პოპულარიზაციის, მომავალი თაობის აღზრდისა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მიზნით.
კონფერენციაზე ძირითადი მოხსენება ქართველოლოგიის, როგორც დარგის თანამედროვე გამოწვევების შესახებ გააკეთა ბატონმა ტარიელ ფუტკარაძემ.
კონფერენციას უძღვებოდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ომში დაღუპულ მეომრების ხსოვნა

2008 წლის საომარი მოქმედებებიდან 12 წლისთავზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს...

08 აგვისტო, 2020 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება.შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის...

05 აგვისტო, 2020 სრულად ნახვა